» პოპულარული » “ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან” - რას ამბობს ექიმი, ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ

“ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან” - რას ამბობს ექიმი, ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ



“ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან” - რას ამბობს ექიმი, ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ





„სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. რითი იყო მიყენებული და სად ჰქონდა [ტრავმა] - სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ იქნება დასკვა” - ამის შესახებ "ხეჩინაშვილის" სახელობის კლინიკის ექიმმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა, ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვანის შესახებ საუბრისას განაცხადა.

შემთხვევის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

„დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა",- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული.

წყარო: palitravideo.ge


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+