» ჯანქი » წუხელ კიდევ ერთი საზარელი ავარია მოხდა - მანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა, 2 ადგილზევე გარდაიცვალა, 3 სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს

წუხელ კიდევ ერთი საზარელი ავარია მოხდა - მანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა, 2 ადგილზევე გარდაიცვალა, 3 სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს



წუხელ კიდევ ერთი საზარელი ავარია მოხდა - მანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა, 2 ადგილზევე გარდაიცვალა, 3 სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს



წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილში ხუთი მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შემდეგ, თავდაპირველად სამი დაშავებული ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური მენეჯერის, დავით ტაბატაძის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთს მოტეხილობები აღენიშნებოდა.
„სამი პირი შემოიყვანეს, ერთი მოტეხილობით, სტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ სამივეს. მოგვიანებით კი ყველა მათგანი თბილისში გადაიყვანეს“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ დავით ტაბატაძემ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ.

სამხრეთის კარიბჭე



"სინამდვილეში სწორედ ამიტომ შეველიეთ კვარაცხელიას" - დე ლაურენტისი საჯაროდ ალაპარაკდა



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+