» პოპულარული » ეს ყოველდღიური ჩვევა სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 10%-ით ზრდის

ეს ყოველდღიური ჩვევა სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 10%-ით ზრდის



ეს ყოველდღიური ჩვევა სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 10%-ით ზრდის



ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში 30 წუთზე მეტხანს უწყვეტად ჯდომა (ან წოლა)  ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მკვლევართა მონაცემებით, უმოძრაოდ გატარებული ყოველი დამატებითი საათი სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს დაახლოებით 10%-ით ზრდის.

კვლევა გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი 91 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებს 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რამაც მათ საშუალება მისცა, ზუსტად აღერიცხათ ხანგრძლივი უმოძრაობის გავლენა ორგანიზმზე.

თუმცა, კვლევა სასიამოვნო სიახლესაც გვთავაზობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 30-წუთიანი უმოძრაობის პერიოდების თუნდაც მცირე ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლება  საგრძნობლად ამცირებს ჯანმრთელობის გაურესებასთან დაკავშირებულ რისკებს.

მაგალითად,  თუ დღეში 1 საათის განმავლობაში ხანგრძლივი ჯდომის პერიოდებს ისეთი ფიზიკური აქტივობით ჩავანაცვლებთ, როგორიცაა სამოსის დაუთოება ან ჭურჭლის რეცხვა, - სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 12%-ით შევამცირებთ. 

30 წუთიანი უმოძრაობის საშუალო ტემპით სიარულით ჩანაცვლება ამ რისკს კიდევ 8%-ით ამცირებს. ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი კი ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას აქვს - დღეში სულ რაღაც 5 წუთიანი ინტენსიური ვარჯიშიც კი სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 22%-ით ამცირებს.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+