მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე აცხადებს, რომ საქართველოში ზაფხულის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით კი 20 ივლისის შემდეგ, მზიანი და ცხელი ამინდებით გამოირჩევა. მისი თქმით, აგვისტოში ჰაერის ტემპერატურა პიკს მიაღწევს და ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა +40 გრადუსსაც გადააჭარბებს.
მისი განმარტებით, მსგავსი სიცხე საქართველოსთვის უჩვეულო არ არის და წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.
„+40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა. ეს არ არის ანომალია და მსგავსი ტემპერატურა წლების განმავლობაში არაერთხელ გვინახავს,“ – აღნიშნავს მეტეოროლოგი.
განსაკუთრებულ ყურადღებას ელ-ნინიოს თემასაც უთმობს.
მისი შეფასებით, ელ-ნინიოს გავლენა საქართველოზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ამიტომ სწორედ ამ კლიმატურ მოვლენას უკავშირდებოდეს ექსტრემალური სიცხის მოლოდინი, არასწორია.„ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა,“ – წერს მეტეოროლოგი.ცნობისთვის, ელ-ნინიო არის კლიმატური მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის წყლების დათბობას უკავშირდება და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის ცვლილებებს იწვევს. საქართველოში მისი გავლენა, როგორც წესი, პირდაპირი და ძლიერი არ არის.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)