» პოპულარული » ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, +42 გრადუსამდე დაცხება - მეტეოროლოგის პროგნოზი

ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, +42 გრადუსამდე დაცხება - მეტეოროლოგის პროგნოზი



ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, +42 გრადუსამდე დაცხება - მეტეოროლოგის პროგნოზი



მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

„ზაფხულის მეორე ნახევარი საქართველოში იქნება ნამდვილი მზის ზეიმი.

20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება - დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე.

ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა, რომელიც არაერთხელ გვინახავს.

ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა.

იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით - ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია",- წერს ფარტენაძე. 

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+