დაპირისპირება საქართველო-ბაჰრეინის მატჩის დასრულების შემდეგ. როგორც მოქალაქე ნანუკა ავალიანი წერს, დაპირისპირება ტრიბუჯაზე "პუტინ ხუ**ს" შეძახილებს მოჰყვა.
"პუტინ ხუი***ს“ შეძახილმა ტრიბუნაზე ნამდვილი სკანდალი გამოიწვია… ერთ-ერთი გულშემატკივარი იმდენად განრისხდა, რომ საკუთარი ემოციების კონტროლი ვეღარ შეძლო" - წერს ნანუკა ავალიანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინს შეხვდა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა - მატჩი 2-0 დასრულთა.
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა.
პირველი გოლი ბაჰრეინის კარში ლუკა ლოჩოშვილმა შეაგდო, ხოლო მეორე ხვიჩა კვარაცხელია.
ჩვენმა გუნდმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ხარებაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ეგოიანი, კვარაცხელია, ქვილითაია. პირველი ტაიმი არ გამოირჩეოდა მომენტებით, თუმცა იყო არაერთი ჯარიმა, შესაბამისად ბევრი პაუზა. მსაჯმა სამი ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელთაგან ორი სტუმრებმა, ხოლო ერთი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა, ბერიაშვილმა მიიღო.
მატჩის ერთ მომენტში ფეხბურთელებს შორის მცირე გაწევ-გამოწევაც იყო. არც ერთი გუნდის შეტევას გოლი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმი ფრედ - 0-0 დასრულდა.
წყარო:
palitravideo.ge/
კომენტარები (0)