ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ 24 მაისს დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ მან, ვიდეომიმართვაში გააჟღერა, რომელიც თავადვე გაავრცელა.
რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს, ტელეწამყვანის ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში, მსოფლიო ვარსკვლავ ორნელა მუტის სტუმრობისას მომხდარი ინციდენტი სახელდება. აღნიშნულ გადაცემაში ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც იტალიელი მსახიობის სახელი შეეშალა, შეცდომა იქვე შეუსწორა და თავზე მსუბუქად წამოარტყა ხელი.
აღნიშნულ საკითხის შესახებ გადაცემა „სარკასტიკის" წამყვანებმა ნანიკო ხაზარაძეს დაურეკეს.
„დაე ილაპარაკონ, ვისაც რა უნდა, ხალხის ფანტაზიაა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვისაც უფრო მდიდარი ფანტაზია აქვს უფრო კარგ ვერსიებს მოიგონებს, მიმიცია მათთვის სრული თავისუფლება.
ორი ოფიციალური ქმარი მყავდა და გავშორდი მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ყველაფერი იწყება და მთავრდება ასე დასრულდა აქაც.
არანაირი უთანხმოება არ მომხდარა ჩემსა და გიას შორის, დღესაც ვნახე და კარგად ჩავკოცნე და ვიჭუკჭუკეთ ერთმანეთში“, - ამბობს ხაზარაძე.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)