14 მაისს თბილისის მეტროში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილი გოგონას ვინაობა ცნობილია. 21 წლის მარიამ ტყემალაძე იმ საბედისწერო დღეს მეტროსადგურ "სამგორში" უცებ ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზით უნდა გაირკვეს.
გოგონას გული გაუჩერდა. როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო იმ დღეს მეტროში და მეგობრები შეესწრნენ ამ უმძიმეს ტრაგედიას, ისინი მომხდარით შეძრულები არიან. მათ თვალწინ მარიამს ხელიდან ტელეფონი გაუვარდა, მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადე თურმე საათზე მეტხანს ცდილობდა მისთვის გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ...
- 21 წლის მარიამ ტყემალაძე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. გოგონას დედა ემიგრაციაში იყო, დღეს დილით ჩამოვიდა საქართველოში, რადგან უთხრეს, რომ მისი შვილი მძიმედ იყო და ორი წლის შვილების უნახავ დედას ეს საშინელი ამბავი დახვდა.
"მარიამი თსუ-ს წარჩინებული სტუდენტი იყო, ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი. ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფრის თავი, ძალიან აქტიური და ჩართული ყველაფერში, ყველას დაგვაკლდება ჩვენი წილი მარიამი," – ამბობს მისი მეგობარი გოგონა.
სოციალურ ქსელში უამრავი გამოსამშვიდობელი სტატუსი დევს. ყველა შეძრულია მომხდარით. ემოციური სტატუსი დადო ფეისბუქის გვერდზე ასევე გოგონას ლექტორმა თამარ ბელქანიამ, რომელიც ასწავლიდა უნივერსიტეტში მარიამს. “წესით ამ წუთას ლექციაზე უნდა ვიყო. მოტეხილი ფეხით. გიფსში ძლივს მივაღწიე მეექვსემდე და უფრო ძლივს შევძელი შენობის მძიმე კარის გაღება.
კითხვის გაგრძელება
კომენტარები (0)