აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა,
ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა, უფლის წყალობით გადარჩა. გოგონა კლინიკიდან ორი კვირის წინ სახლში გამოწერეს, დღეს კი ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.
- საზოგადოებას შევახსენებთ, უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რასაც ლიკას მეუღლის, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა სამწუხაროდ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
ულამაზესი წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ. მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი, ამ ლამაზი დღის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ იმ დღეს მომხდარმა საშინელმა ავარიამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. როგორც ირკვევა, ტრაგედიის მეორე დღეს ბაჩო ლასარეიშვილი მეგობრის ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო, ამიტომ მანქანა მას საქორწინოდ ჰქონდა მოწყობილი.
ამ ულამაზეს წყვილთან ერთად დაშავდა ბაჩოს გამზრდელი ბიძა, რომელიც იმ დღეს მართავდა საჭეს. ბიძაც ასევე კლინიკაში იყო მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თუმცა ის უფრო ადრე გამოწერეს კლინიკიდან.
ლიკა კუჭუხიძის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მისი ახლობელი გვესაუბრა:"ნახევარი საათია, რაც ლიკას ოპერაცია დასრულდა. ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. იმედია წამოდგება ფეხზე, უფლის იმედით. ლიკა ორი კვირის წინ გამოწერეს სახლში, მას შემდეგ სულ იწვა, მისთვის გატოკებაც კი არ შეიძლებოდა, არც - სტრესი. ამიტომ არ ეუბნებოდნენ ბაჩოს ამბავს. ტელეფონსაც არ აძლევდნენ. ხერხემლის ორ მალაზე ჰქონდა დაზიანებები და ამიტომ გაუკეთდა ოპერაცია.
სახლში ყოფნისას სულ ბაჩოს კითხულობდა, დამალაპარაკეთო. ეუბნებოდნენ, რომ რეანიმაციაში იყო ბაჩო, თბილისში. ბაჩოს დედაც ყოველდღე ლიკასთან იყო, ახლაც იქაა. ძალიან უყვართ ერთმანეთი. უმაგრესი ქალბატონია ბაჩოს დედა. ძალიან ცოდოა ლიკუნა, ახლა უფრო და უფრო იგრძნობს ტკივილს. რატომ უნდა მომხდარიყო ეს ტრაგედია, ხომ შეიძლება ებედნიერათ" - ამბობენ გოგონას ახლობლები Ambebi.ge-სთან საუბრისას.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)