Демонстрационный сайт » პოპულარული » რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან გამარჯვებით ?

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან გამარჯვებით ?

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან გამარჯვებით ?
UFC Fight Night 221-ზე მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი სრული დომინაციის ხარჯზე დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა პიოტრი ხუთივე რაუნდში, ბრძოლის ყველა ასპექტში დაჯაბნა. ტემპი, რომელიც მთელი 25 წუთის მანძილზე ორივე მებრძოლს ეჭირა, მართლაც გასაოცარი იყო. თუმცა ესეთი ტემპი ხელს მხოლოდ მერაბს აძლევდა და შექმნილი მოცემულობაც იდეალურად გამოიყენა.

მართალია, მერაბის ბრწყინვალე პერფორმანსმა საღამოს ბონუსი ვერ დაიმსახურა, თუმცა ამის მიუხედავად ქართველმა საკმაოდ ღირსეული ჰონორარი მიიღო. Totalsportal-ის ინფორმაციით მერაბს კონტრაქტის სახით გარანტირებული 250.000$ ჰქონდა, ამას დაემატა მოგების 100.000$ ბონუსი და 10.000$ სპონსორების სახით – ჯამში 360.000$. რაც შეეხება იანს, რუსმა 420.000$ გამოიმუშავა.




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+