UFC London-ზე დაუმარცხებელმა ქართველმა, ილია თოფურიამ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა.
თოფურიამ მე-12 გამარჯვება ეფექტური ნოკაუტით მოიპოვა – მეორე რაუნდში გასროლილმა მარჯვენამ, ჰერბერტი ოქტაგონს უგონოდ დაანარცხა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის დასაწყისში, ილიამ ჯეისგან ძლიერი დარტყმა მიიღო, რამაც დაანოკდაუნა. თუმცა ქართველმა მოახერხა ძალების აღდგენა, დაბრუნება და ბრძოლის სათავისოდ დასრულება – ეს კი გამარჯვებას უფრო განსაკუთრებულს ხდის.
ილიას საოცარი ნოკაუტი არც UFC-ს წარმომადგენლებს გამორჩათ – თოფურიამ ამ გამარჯვებისთვის საღამოს პერფორმანის ბონუსი მიიღო. საბოლოოდ კი საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავა. 24.000 $ კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, 24.000 მოგების ბონუსი, 5.000$ სპონსორებიდან ხოლო 50.000$ პერფორმანსის ბონუსი – ჯამში
103.000$.წყარო:
leadersport.ge
კომენტარები (0)