მერაბ დვალიშვილმა UFC-ში რიგით მე-9 შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელ მარლენ მორაისთან საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს მისთვის ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა ამ ორგანიზაციაში.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სანახაობრივი ორთაბრძოლისათვის UFC-იმ ბონუსის სახით 50 000 დოლარი გადასცა.
thesportsdaily.com-ის ცნობით, საერთო ჯამში, მერაბმა მორაისის დამარცხებით 120 000 დოლარი გამოიმუშავა.
წყარო:
esport.ge
კომენტარები (0)