“აზრზე მოდი აზრზეეე…დამირეკე გნახავ იტოგში და…” – “მთავარი არხის” ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს ყოფილი მოჭიდავე ემუქრება
“მთავარი არხის”ჟურნალისტს გიორგი ახალკაცს ყოფილი მოჭიდავე, სოსო ფალავანდიშვილი ემუქრება და “რაზბორკაზე” იბარებს. ფალავანდიშვილის წერილი ჟურნალისტმა ელექტრონული ფოსტით მიიღო.
“დამირეკე, სოსო მქვია, სადმე გნახავ, ცვეტში მაგრად მაინტერესებს ასეთი რა **ემ გაგაჩინა, ბიჭობა, კაცობა, ადამიანობა, როგორ წაგართვა ნაბიჭვარმა სააკაშვილმა ბიჭო? ახალგაზრდა ბიჭი ხარ ბიჭო, რას აკეთებ, შეგრცხვეს შენი მშობლების შე არაკაცო. აზრზე მოდი, აზრზე რამხელაზე ხარ დაცემული სულით. დამირეკე გნახავ იტოგში და უკეთესად აგიხსნი რამდენად გახრწნილი და ბინძური სული გაქვს”, – მისწერეს “მთავარი არხის” ჟურნალისტს.
კომენტარები (0)