» ჯანქი » "არის თუ არა დამნაშავე ? " - სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა

"არის თუ არა დამნაშავე ? " - სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა



"არის თუ არა დამნაშავე ? " - სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ის განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ პირს - რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას  და დაკავშირებული კომპანიის ინტერ მედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს.
ამასთან, ნიკა გვარამიას მანამდე "საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ", მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 გირაო აქვს შეფარდებული და შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.

წყარო: ​formulanews.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+