Демонстрационный сайт » ჯანქი » "პიტბული გაექცა პატრონს და ბავშვი და დედა დაკბინა... ბავშვის ხელი ძლივს გამოგლიჯეს, დედამ ძაღლს პირი ვერ გააღებინა..." - მძიმე შემთხვევა თბილისში

"პიტბული გაექცა პატრონს და ბავშვი და დედა დაკბინა... ბავშვის ხელი ძლივს გამოგლიჯეს, დედამ ძაღლს პირი ვერ გააღებინა..." - მძიმე შემთხვევა თბილისში

"პიტბული გაექცა პატრონს და ბავშვი და დედა დაკბინა... ბავშვის ხელი ძლივს გამოგლიჯეს, დედამ ძაღლს პირი ვერ გააღებინა..." - მძიმე შემთხვევა თბილისში
ფეისბუქგვერდზე "ვარკეთილი" სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დედა-შვილზე ძაღლის თავდასხმის შესახებ წერს და მოითხოვს, ცხოველების ალიკაპის გარეშე სეირნობა აიკრძალოს.

"არ შემეძლო, აქ რომ არ დამეწერა ! ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 470 ბოლო გაჩერებასთან არის პარკი, სადაც უამრავი ბავშვი თამაშობს. ამ პარკში მოჰყავთ ძაღლები სასეირნოდ ალიკაპის გარეშე. ზუსტად 20 წუთის წინ, ძაღლი პატრონს ხელიდან გაექცა დაერია ბავშვებს და სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბავშვი და დედა დაკბინა, ძაღლი არის პიტბული. ბავშვის ხელი ძლივს გამოგლიჯა, დედამ ძაღლს პირი ვერ გააღებინა ,რომ ხელი დაეხსნა. პატრონმა ძაღლი ვერ დააკავა, მეორედ გაუსხლტდა ხელიდან და უკან მობრუნდა დედას უკბინა ფეხზე !ახლა გამოხტებიან ძაღლთა უფლებადამცველები და იტყვიან, ეტყობა რაღაცაზე გაბრაზდა ან რაღაც არ მოეწონაო. ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ შიშისგან, რაც იმ ქალმა ,თუნდაც იქ მყოფმა მშობლებმა გამოვიარეთ. არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ ძაღლების ალიკაპის გარეშე ქუჩაში სეირნობა უნდა ისჯებოდეს კანონით, ან აკრძალეთ ძაღლების გასეირნება იმ ადგილას, სადაც ბავშვები თამაშობენ. ღმერთმა ყველა დედას ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ თქვენი შვილები", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

წყარო: ​tia.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+