სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ელისაბედ ბადაშვილმა სოციალურ ქსელში აღმაშფოთებელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უკრაინის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ ერთ, 2 წლის ბავშვს გლოვობს, რომელიც მე-10 სართულიდან გადმოვარდა.
რა საკვირველია, აღნიშნულმა განცხადებამ სოციალურ ქსელში მომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია და უმეტესი მათგანი მოითხოვს, რომ ელისაბედ ბადაშვილი საგანმანათლებლო სივრცეს ჩამოაშორონ, რადგან საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა.
„220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, რამდენს ამპუტირებული აქვს ხელი ან ფეხი არ ვიცი. ომში, რომელსაც უკრაინა მარტო აწარმოებს, ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტრის - რუსეთის წინააღმდეგ!
გაიაზრეთ, რა ხდება უკრაინაში, როდესაც მათი გამონათქვამების კრიტიკას იწყებთ და მიზერული დახმარების დაყვედრებას, სრულ ჭკუაზე როგორ არიან საკვირველია!
ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს!
ახლა ნეიტრალიტეტი და რუსეთუმეობა - ქვეყნის ღალატია! იმედია, ჩვენთვის რომ ეთქვა რუსეთს - დათმე ენა, განიარაღდი, მონად დამიდექი, არ გაბედო და არ განვითარდე, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადე… არც ჩვენ დავთანხმდებიდით და წინააღმდეგობას გავუწევდით!“, - წერს ელისაბედ ბადაშვილი.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატუსით გაბრაზებულთა შორის არიან ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც კომენტარებში უარყოფითად აფასებენ ელისაბედ ბადაშვილს.
„მაპატიე, ელზა, მაგრამ სრულიად არაადეკვატურია და პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელია აქ, ამ კონტექსტში იმ საცოდავი „ ე რ თ ი " ბავშვის ხსენება. მეტს არაფერს ვიტყვი“, - წერს გოჩა გოჭოშვილი.
„ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება!“..
ამ სიტყვების შემდეგ, შენ უბრალოდ უნდა გაგარიდონ საზოგადოებას! შენ საშიში ხარ! შენი შვილიშვილი რომ გადავარდნილიყო (უფალმა დაიფაროს მუხლდაჩოქილი ვევედრები) მაშინ თუ გეხსომებოდა უკრაინელები?...
რუსეთუმეობა არ გაბედო და არ მომაკერო! მე სისხლი მაქვს დაღვრილი მათთან ბრძოლაში!“, - წერს ბესიკ დუღაშვილი.
„როგორ შეიძლება ეს არსება იყოს და მუშაობდეს განათლების სფეროში? ეს ფაქტი უკვე საგანგაშოა!“, - წერს ეკატერინე ქევხიშვილი.
„წულუკიძეებმა გადმოგცეს, მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი განათლების ექსპერტი, პედაგოგი კი არა, შენ ხარ არარაობა!!! ჩათვალე, რაც კი რამ არსებობს უხამსი სიტყვა, ყველა ენაზე აქ დავწერე შენი მისამართით!!! ერთი არ აგცდეს მაგ ღრძო და უგვანო სულში!!“, - წერს ზაალ წულუკიძე.
„ჩემი ერთი ქართველი ბავშვის სიცოცხლე მიღირს ყველას სიცოცხლედ! ეს რა დაწერეთ ანგელოზი შვილიშვილების ბებიამ, გავგიჟდი“.
„თუ რაიმე შეხება გაქვს განათლების სისტემასთან, ახალგაზრდებთან, აუცილებლად უნდა მოგაშორონ ყველას და ყველაფერს! აუცილებლად! ბოროტი! ცივსისხლიანი! შენ ოჯახშიც მარტო არ უნდა დაგტოვონ ბავშვთან, საშიში ხარ! არავინ გყავს რომ გითხრას, ეს პოსტი მაინც წაშალე!“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
კომენტარები (0)