"აზოვის" ბატალიონი გადავიდა შეტევაზე და ალყას უტევს ბუნკერიდან!" - ვიდეო "აზოვსტალიდან"
სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, "აზოვის" ბატალიონის შეტევაზე გადასვლის შესახებ წერს.
"მე არ ვიცი ამას როგორ აკეთებენ, მაგრამ "აზოვის" ბატალიონი გადავიდა შეტევაზე და ალყას უტევს ბუნკერიდან!
მემგონი მართლა მითიური პერსონაჟები არიან ესენი", - წერს მიქაია.
შეგახსენებთ, რომ "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე ალყაში არიან მოქცეულები "აზოვის" ბატალიონის მებრძოლები. გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში 1000-მდე მებრძოლი იმყოფება ტერიტორიაზე, აქედან 600 მეომარი დაჭრილია.
კომენტარები (0)