რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ ისაუბრა.
თუ აქამდე რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებას განიხილავდნენ „ბიოლოგიურ იარაღად“ ახლა კიროლოვი საუბრობს აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც თითქოს დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად იყენებენ.
„ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხერთში გვხვდებოდა, გავრცლების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, - განაცხადა კირილოვმა და დასძინა, რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.
კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)