» ჯანქი » თბილისში ოჯახის 3 წევრი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს

თბილისში ოჯახის 3 წევრი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს



თბილისში ოჯახის 3 წევრი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს



თბილისში ერთი ოჯახის სამი წევრი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ 35 წლის ქალი, მისი მეუღლე და დედა ადიგენის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან და თბილისში დროებით ცხოვრობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიად კი ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოცემასთან საუბრობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე, რომელიც ამბობს, რომ "გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგო, ქმარი და გოგონას დედა. წამოშობით ადიგენიდან არიან და თბილისში ცხოვრობდნენ, გაზის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ".

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა, რომელიც ფართო საზოგადოებაში არ ჩნდება




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+