» ჯანქი » საწვავის ფასი ამ თვეში 4 ლარამდე გაიზრდება - „ხალხი რადიკალური ზომებისთვის მზადაა“

საწვავის ფასი ამ თვეში 4 ლარამდე გაიზრდება - „ხალხი რადიკალური ზომებისთვის მზადაა“



საწვავის ფასი ამ თვეში 4 ლარამდე გაიზრდება - „ხალხი რადიკალური ზომებისთვის მზადაა“
ეკონომისტების პროგნოზებით, თებერვლის ბოლოსთვის საწვავის ფასი საქართველოში, სავარაუდოდ, 4 ლარი იქნება. ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებასთან და იმ მაღალ გადასახადებთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმპორტიორი ქვეყნები იხდიან.

ამ საკითხზე ეკონომისტებმა და Facebook ჯგუფის "უარი საწვავის ფასებს" წევრებმა პარლამენტში მმართველ გუნდთან შეხვედრა გამართეს. ისინი ხელისუფლებას სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას და ფასების დარეგულირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.

"ფასების ზრდა საშუალოდ 3-5 თეთრით ხდება, მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოცულობით მოხდება საწვავზე ფასების მატება, რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ვითარება ნამდვილად არ არის ოპტიმისტური, მიმდინარე ეტაპზე ფასების ზრდა გარდაუვალია", - ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.მოქალაქეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.  "ფეისბუქ" ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ავთანდილ მოლაშვილი ამბობს, რომ ხალხი რადიკალური ზომებისთვის პროტესტის გამო ქუჩაში გამოსასვლელად მზადაა.

წყარო: ​newposts.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+