Демонстрационный сайт » ჯანქი » რა მოხდება სამყაროში 22.12.2021 წელს, ანუ 22 დეკემბერს, როდესაც ხუთი ორიანი იქნება - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

რა მოხდება სამყაროში 22.12.2021 წელს, ანუ 22 დეკემბერს, როდესაც ხუთი ორიანი იქნება - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

რა მოხდება სამყაროში 22.12.2021 წელს, ანუ 22 დეკემბერს, როდესაც ხუთი ორიანი იქნება - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2021 წლის 22 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღია – სწორედ ამ დროს მოხდება სამყაროს ახალ ეტაპზე გადასვლა. ასტროლოგმა ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ ტელეკომპანია პოსტივის ეთერში ისაუბრა.

"დაგვიდგა ისტორიული ჟამი, მრავალსაუკუნოვან ბოროტების ჟამში ცხოვრება სრულდება, აქ ნახევრად ველური სამყაროა. სამყარომ გადაწყვიტა, რომ გადავდივართ ჯერ მე-4 განზომილებაში და ეს რთული პროცესია…

სამყარომ სხვა განზომილებაში გადასვლა გადაწყვიტა, სხვათა შორის, ეს ვანგამ იწინასწარმეტყველა…

"როცა მოვა ხუთი ორიანი, მაშინ გადავა სამყარო ახალ ეტაპზე". ხუთი ორიანი მოვა 2021 წლის 22 დეკემბერს და სამყარო გადავა ახალ ჰერცზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც მიდიან ბოღმის, შურის, ძალადობისა და ეჭვიანობის გზით, შეექმნებათ პრობლემები, ავადმყოფობები, ჩხუბები, კონფლიქტები… მაღალ ჰერცებზე გადასვლისთვის საჭიროა თანაგრძნობა, სიყვარული, სითბო…

ნეგატვით მცხოვრებლებს გაუჭირდებათ ახალ სიხშირეზე ცხოვრება. ეს პროცესი დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს, რადგან ახალი ეტაპისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არ არის. ბევრი რამ კოვიდს დაბრალდება, მაგრამ ასე არაა. იყავით მზად, შესაძლოა კონფლიქტებმა და პრობლემებმა თავი იჩინონ, მაგრამ გახსოვდეთ, სამყაროს სიკეთის, სიყვარულის და სითბოს განზომილებაში გადავდივართ და ამ პერიოდს გადაივლის ის, ვინც პოზიტივით ცხოვრობს. აკეთეთ სიკეთე, ამას გირჩევთ და გადახვალთ მხოლოდ ამ გზით ახალ სიხშირეზე, სამყაროს არ აინტერესებს ფულის ოდენობა." – ამბობს მიხეილ ცაგარელი.


წყარო: ​itar.ge/​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+