ვინ მიიღებს 500 ლარიან დახმარებას 2022 წელს ?
მიმდინარე, 2022 წლიდან ერთჯერადი დახმარებების სახით თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 50 წლიდან ზევით მოქალაქეებს სახელმწიფო გასაცემლებიდანერთჯერადი დახმარების სახით 500 და 200 ლარი გადაეცემათ.
გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, მერიებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარების პროგრამები არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს, 2022 წლის ბიუჯეტით რა ტიპის დახმარებები იქნება გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის, მხოლოდ ცნობილია, რომ 2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ წამახალისებელი ფულადი ჯილდო 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეებისთვის 200 ლარის ოდენობით დააწესა.
კომენტარები (0)