» ჯანქი » დადგენილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც 17 წლის შშმ ბიჭი აწამა

დადგენილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც 17 წლის შშმ ბიჭი აწამა



დადგენილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც 17 წლის შშმ ბიჭი აწამა
"ტვ პირველმა" იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, რომელიც 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ისნის მეტროში სასტიკად უსწორდება.

"პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გომელაურის უწყების თანამშრომელი,  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძეა ის პირი, ვინც,  ახალგაზრდას თავში გამეტებით ურტყამს. მას ბრალი წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე წაუყენეს.

რაც შეეხება მეორე პოლიციელს,  მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს, რომელიც კოლეგის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს მდუმარედ უყურებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ. 

ნუკრი ბაქრაძის მეზობლები მომხდარის გამო შოკირებულები არიან - მათი თქმით, ბაქრაძე შსს-ში 20 წელია მუშაობს.  რაც შეეხება ბაკაშვილს, მის საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. 

გომელაურის უწყების თანამშრომლებს სახლემწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბრალი უმძიმესი მუუხლებით წაუყენა. 




tvpirveli.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+