თუ მაღაზიაში "ძველი" ფულის მიღებაზე უარს გეუბნებიან - სინამდვილეში, რომელი ბანკნოტებია ამოღებული მიმოქცევიდან
1-ელი იანვრიდან 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტები აღარ გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ მას არცერთი სალარო აღარ მიიღებს და მათი საშუალებით ვეღარფერს გადაიხდით. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ბევრ სავაჭრო ობიექტში არასწორად გაიგეს.
ამის გამო რამდენიმე დღეა უამრავი მომხმარებელი გამოხატავს უკმაყოფილებას და ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტებში, მაღაზიებში ძველი დიზაინის მქონე არცერთ ბანკნოტს აღარ იღებენ. ანუ უარს ამბობენ მიიღონ არათუ 1995-1999 წლის, არამედ 2000 წლის ზემოთ გამოშვებული, შედარებით მოძველებული დიზაინის, ე.წ. ძველი ფული. არადა 2000 წლიდან გამოშვებული ლარის ბანკნოტები უამრავია მიმოქცევაში და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დისკომფორტია მოქალაქისთვის, რომელსაც ფულის მიღებაზე სალაროში უარს ეუბნებიან.
"ეროვნული ბანკის განცხადებაში გარკვევით წერია, რომ მხოლოდ 1995 და 1999 წლების ბანკნოტებია მიმოქცევიდან ამოღებული. 2000 წლიდან ზემოთ, ნებისმიერი ნომინალის ბანკნოტი ჩვეულებრივად გამოიყენება და კანონით, მას მსყიდველობითი უნარი აქვს." - გვითხრეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მათივე ინფორმაციით, უამრავი ადამიანი და მაღაზიის წარმომადგენელი რეკავს იმავე პრობლემით, კიდევ ერთხელ განმარტებით კი პრობლემა ხშირად გვარდება. ამბობენ, რომ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა ინფორმაცია არასწორად გაიგეს. ბანკის განცხადებით, მათ წინასწ
არ ჰქონდათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებთან კომუნიკაცია და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შეზღუდვა 2000 წლიდან გამოშვებულ ბანკნოტებს არ ეხება.
კომენტარები (0)