ქართველი მომღერალი და ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა.
ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს დაიბადა.
1971-
1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი;
1976-
1979 წლებში
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი;
1979-
1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი.
1986-
2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (
1999 წლიდან ეწოდა
„ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი;
2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი.
1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2015 წლის
17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
კომენტარები (0)