მერია თბილისში პარკირების
სააბონიმენტო სისტემას ამატებს.
დადგენილება უკვე მომზადებულია და მას საკრებულო მომდევნო კვირას განიხილავს.
დადგენილების მიხედვით, ზონალურ
პარკირებაზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად,
აბონემენტები შეიქმნება და გადასახადი ამოქმედდება შემდეგი ტარიფებით:
- 1 დღე - 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში);
- 1 კვირა - 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალდენარული დღის განმავლობაში);
- 1 თვე - 300 ლარი;
- 6 თვე - 500 ლარი;
- 1 წელი - 800 ლარი;
პარკირების
მოქმედი ტარიფები, რომლებიც, თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, არ იცვლება და ჯერჯერობით არაზონალურ პარკინგებზე ვრცელდება, ასეთია:
- 1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
- 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
- 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
მოქალაქეს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, იყიდოს ზონალური პარკირების აბონემენტი ან არ იყიდოს და გადაიხადოს საათობრივად, ამასთან ისარგებლოს 50-ლარიანი აბონემენტით არაზონალურ პარკინგებზე.
თბილისის მერის მოადგილემ მოგვიანებით განმარტა, რომ მათ ზონალური პარკინგის ტარიფები ბიზნესსექტორს შესთავაზეს.
"
პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო კი 50 ლარი.ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო. შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში.ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისაგრებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო.ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება. დამატებითი ოფციის სახით არის შემოტანილი წლიური, 6 თვიანი და 1 დღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ". - თქვა ირაკლი ხმალაძემ.
შენიშვნა: ნიუსში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ მოქმედი ტარიფები ზონალური ტარიფებით იცვლება. ეს წინადადება თბილისის მერის მოადგილის განცხადების შემდეგ შეიცვალა. წყარო : formulanews.ge
კომენტარები (0)