“1,18 ლარი დღეში საკვებად საკმარისია” – დეპუტატი რიმა ბერაძე
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ 1 ლარი და 18 თეთრი დღეში საკვებად საკმარისია. “ლარ და 18 თეთრში თავიდან ბოლომდე არის გათვლილი კალორიულობა, რაც საჭიროა. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია.” – აცხადებს ბერიძე.
“რუსთავი 2″-ზე გასულმა გუშინდელმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა სოციალურად დაუცველთა ერთჯერადად კვებას ცხელი სადილით, სადაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია 1. 18 თეთრი, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ამასთან დაკავშირებით, თქვენ გეძლევათ საშუალება გაეცნოთ მენიუს, რომელშიც სრულად არის მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადილის ერთჯერადი ნორმა. ვცდილობთ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა,”- წერს რიმა ბერაძე.
კომენტარები (0)