» ჯანქი » მამაკაცმა სხვადასხვა ადამიანის სახელით ერთ დღეში 10 დოზა ვაქცინა გაიკეთა

მამაკაცმა სხვადასხვა ადამიანის სახელით ერთ დღეში 10 დოზა ვაქცინა გაიკეთა



მამაკაცმა სხვადასხვა ადამიანის სახელით ერთ დღეში 10 დოზა ვაქცინა გაიკეთა
New Zealand Herald-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში გამოავლინეს პიროვნება, რომელმაც სხვა ადამიანების სახელითა და გვარით ერთ დღეში ათი კოვიდვაქცინა გაიკეთა. გამოცემის თანახმად, პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა კლინიკას ესტუმრა და აიცრა. პოლიციამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ახალ ზელანდიაში ვაქცინაციის დროს პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სავალდებულო არაა.
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს შემაშფოთებელს და ორმხრივ სახიფათოს უწოდებს. უწყების განცხადებით, მამაკაცმა საფრთხეში ჩაიგდო როგორც თავისი სიცოცხლე, რადგან ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გავლენას იქონიებს მის ორგანიზმზე ამ რაოდენობის ვაქცინა, ასევე სხვა ადამიანები, რადგან ის 10 პირი, რომელსაც გაყალბებული კოვიდაცრის დოკუმენტი აქვს, შესაძლოა გარშემომყოფებისთვის ვირუსის გადამტანები იყვნენ. 
უწყება შეგნებულად არ ასახელებს ასევე იმ დასახლებულ პუნქტსა და კლინიკებს, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა და დაჟინებით ურჩევს "ენთუზიასტ ვაქსერს", რომ დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო გამოკვლევა.
ექიმები აცხადებენ, რომ ერთ-ორ დღეში ეს ადამიანი თავს ცუდად იგრძნობს, რადგან მისი ორგანიზმი დაიწყებს სხვადასხვა სახეობის ვაქცინის შესაბამის იმუნიტეტის გამომუშავებას. თუმცა, მიიჩნევენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

წყარო:​/newposts.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+