» ჯანქი » როგორ უნდა მიიღოთ ოჯახის თითოეულ წევრზე 60 ლარამდე ყოველთვიური დახმარება – ნახეთ დეტალები

როგორ უნდა მიიღოთ ოჯახის თითოეულ წევრზე 60 ლარამდე ყოველთვიური დახმარება – ნახეთ დეტალები



როგორ უნდა მიიღოთ ოჯახის თითოეულ წევრზე 60 ლარამდე ყოველთვიური დახმარება – ნახეთ დეტალები
თუ თქვენ და თქვენი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან ფულად დახმარებას საჭიროებთ, მაშინ ამ სტატიას უნდა გაეცნოთ. “პრაიმტაიმი” მოკლე ექსკურსს გთავაზობთ, როგორ ჩაერთოთ სახელმწიფო გასაცემლების პროგრამაში და როგორ მიიღოთ დახმარება.
პირველ რიგში, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოთ, შეავსოთ დადგენილი ფორმის განაცხადი, რომელიც თითოული სამსახურის კანცელარიაშია განთავსებული.
განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ:
  • ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა სადაც მითითებულია პირადი ნომერი;
  • განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი პირი „ოჯახის დეკლარაციას” შეავსებს. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემები დამუშავდება, ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე.
  • 30-ლარიანი კვების ვაუჩერი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს – რის შეძენას შეძლებთ დღეს „ბავშვის კვების ბარათით“
რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია:
100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 50 ლარის ოდენობის შემწეობას.
ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
  • იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
  • ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
  • სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
  • სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული.
რიგ მუნიციპალიტეტებში (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე), ზემოაღნიშნული 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება.
მუნიციპალიტეტების ნაწილში კი (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე), 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე” (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).
„ბავშვის კვების ბარათით” შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „ბავშვის კვების ბარათს” (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს – „ლიბერთი ბანკი” ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.

წყარო: ​trialeti.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+