“მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს“ – გიგა ავალიანი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის დედა
„მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს“, – ამის შესახებ ახალგაზრდა მასწავლებლის, მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი რიკაძის დედამ, თინათინ პაპასკირმა მედიასთან განაცხადა.
„პირდაპირი დაკვეთა აქვს პროკურატურას ამ ქალბატონისგან, რომ მას არ აწყობს ის რეალობა, რაც არის და უნდათ ჯგუფური კვალიფიკაცია, მაქსიმალური სასჯელი.
მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს. ეს არის შემდეგ გონზე მოსული, უკან გადავარდნილი და გატეხილი თავის მერე წამოსული, რაც მოხდა“, – თქვა თინათინ პაპასკირმა მედიასთან.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. საქმე ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.
როგორც გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი რიკაძის დედამ, თინათინ პაპასკირმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, მისი შვილი გიგა ავალიანის ცემაში არ მონაწილეობდა.
კომენტარები (0)