» ჯანქი » "საყოფაცხოვრებო ჩხუბში ვიგულისხმე..." - რას ამბობს დიმიტრი ჩიქოვანის დედა მის განცხადებაზე, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა

"საყოფაცხოვრებო ჩხუბში ვიგულისხმე..." - რას ამბობს დიმიტრი ჩიქოვანის დედა მის განცხადებაზე, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა



"საყოფაცხოვრებო ჩხუბში ვიგულისხმე..." - რას ამბობს დიმიტრი ჩიქოვანის დედა მის განცხადებაზე, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა



დიმიტრი ჩიქოვანის დედამ, გუშინ გავრცელებული კადრების შემდეგ თქვა, რომ ეს იყო საყოფაცხოვრებო ჩხუბი, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება.
ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.

პროკურატურა, სხვადასხვა პირებთან ერთად, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის 5 ეპიზოდის დეტალებზე საუბრობს და ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+