» ჯანქი » ერფან სოლტანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ერფან სოლტანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს



ერფან სოლტანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს



ირანში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი სახე, ერფან სოლტანი, რომელიც სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე იდგა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი საერთაშორისო სააგენტო AFP-სთან ადასტურებს.

"26 წლის ახალგაზრდა გუშინ (შაბათს) გაათავისუფლეს. მან უკვე დაიბრუნა ყველა პირადი ნივთი, მათ შორის კუთვნილი მობილური ტელეფონიც," — განაცხადა ადვოკატმა ამირ მუსახანიმ. მისივე თქმით, ერფან სოლტანის თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 2 მილიარდი თომანი (დაახლოებით 12 600 აშშ დოლარი) გადაიხადეს.

სოლტანი იანვრის საპროტესტო ტალღის დროს დააკავეს. იგი იმ წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ირანში ბოლო კვირების განმავლობაში არ წყდება.

მისი მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ ვაშინგტონმა საჯაროდ გამოხატა შეშფოთება მისი მოსალოდნელი სიკვდილით დასჯის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ გირაოთი გათავისუფლებაა, მისი ციხიდან გამოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა ირანული საპროტესტო მოძრაობისთვის.


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+