» „პირსახოცი გაახვია და იმით სცემა, შემდეგ კი თმით ათრია“

„პირსახოცი გაახვია და იმით სცემა, შემდეგ კი თმით ათრია“



„პირსახოცი გაახვია და იმით სცემა, შემდეგ კი თმით ათრია“
ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის,ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, სპოსრტმენმა ცოლი ხალათითა და ჩუსტებით გარეთ გააგდო.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის დედამ ჩვენება დღეს სასამართლოს მისცა და აღნიშნა, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა და  დამამცირებლად ექცეოდა.

„ გაუხვევია ერთხელ პირსახოცი და იმით უცემია, შემდეგ კი თმებით უთრევია... ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ სახლში ნიკოლოზი და ნელი იყვნენ, მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამშვიდებიაო და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია, იქიდან მოვიდა ჩემთან...“, - განაცხადა სიმონიშვილმა პროცესზე.
როგორც მაკა სიმონიშვილი ამბობს ნეკა დოროყაშვილზე ასევე, ბასილაშვილის მშობლებიც ძალადობდნენ.
შეგახსენებთ, ბასილაშვილი 2020 წელს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 
ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი უჩივის.
წყარო: digest.pia.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+