» ჯანქი » ყოფილი „მის ავსტრალია“ ქმარზე ძალადობისთვის გაასამართლეს, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა

ყოფილი „მის ავსტრალია“ ქმარზე ძალადობისთვის გაასამართლეს, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა



ყოფილი „მის ავსტრალია“ ქმარზე ძალადობისთვის გაასამართლეს, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა



ავსტრალიაში სასამართლომ ყოფილი „მის ავსტრალია“ ქმარზე ძალადობისთვის გაასამართლა, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა.

 სასამართლოს წინაშე 49 წლის კეტრინ იზაბელ ჰეი წარდგა, რომელიც ტასმანიის შტატში ცხოვრობს. 1999 წელს ქვეყანამ ის „მის ტასმანიის“ სტატუსით გაიცნო, ამის შემდეგ კი კეტრინი „მის ავსტრალია“ გახდა. 2002-2009 წლებში ჰეი ტასმანიის პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი გახდა და იმავე დროს დაიწყო ურთიერთობა ტროი შეინ რიჩარდსონთან. 2012 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ.

 ქმარმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ყოფილი სილამაზის დედოფალი მას გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. People-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაპირისპირების დროს კეტრინმა ქმარს სახეში შვრიის ფაფით სავსე ჯამი ესროლა, მეორედ კი ფეხსაცმლით სცემა. 2020 წელს რიჩარდსონი მთელი კვირის განმავლობაში მუქი სათვალით დადიოდა, რადგან ცოლმა თვალი ჩაულურჯა.

 ქალი მეუღლეს გამუდმებით, საჯაროდ ამცირებდა, რამაც მამაკაცს ძლიერი დეპრესია განუვითარა. წყვილი 2022 წელს ერთმანეთს დასცილდა. ამის შემდეგ რიჩარდსონმა სასამართლოს მიმართა. 5 მარტს სილამაზის ყოფილმა დედოფალმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ ქმართან მისი ურთიერთობა დროთა განმავლობაში ტოქსიკური გახდა. სასამართლომ კეტრინ იზაბელ ჰეი ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამჟამად ჰეი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია. რა სასჯელი ელის მას 17 აპრილს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე გადაწყდება.

წყარო: ​tia.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+