მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ცენტრში ორი ადამიანი ჩაცხრილეს. უმძიმესი დანაშაული 24 იანვარს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. მოკლულები არიან მუხრანის მაცხოვრებლები
ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი. ისინი დამნაშავემ მანქანასთან ჩაცხრილა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების ამ დრომდე ეძებენ დამნაშავეს, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზი.ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ძველ დაპირისპირებას და შურისძიებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიცია აკონტროლებს მუხრანში შესასვლელ გზასაც.
- როგორც “კვირის პალიტრისთვის” გახდა ცნობილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან დამნაშავემ სამჯერ გაისროლა, მიყენებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა გია ქილარჯიანი, ხოლო ზურა სანამაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ის გზაში, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ტრაგედიის ადგილას კამერებია დამონტაჟებული და სავარაუდოდ, დამნაშავეების ვინაობის დადგენა სამართალდამცავებს არ გაუჭირდებათ.
ზურა სამანაშვილს მუხრანში, ყველა იცნობდა. სავარაუდოდ სამანაშვილი და ქილარჯიანი გადმოვიდნენ და სწორედ ამ დროს ესროლეს.
“ზურა სამანაშვილს ბავშვობიდან ვიცნობ. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხშირად იყო საზღვარგარეთ, ჯერ რუსეთში, მერე საფრანგეთში. როგორც ვიცი, ბოლო წლები საქართველოში ცხოვრობდა. სულ მუხრანში ტრიალებდა..
განაგრძეთ კითხვა
კომენტარები (0)