» ჯანქი » არსებული ინფორმაციით, ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი



არსებული ინფორმაციით, ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი



ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.
  • რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბი­თაა და­წყე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. (არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა - რედ)

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112-ში“ შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ბა­თუმ­ში, ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, მდე­ბა­რე ერთ-ერთ ობი­ექ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის თა­ო­ბა­ზე.
შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დად­გინ­და, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად, მოკ­ლუ­ლია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე.
გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ​ambebi.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+