» ჯანქი » დაიჭირეს 2 კაცი, რომლებმაც 33 წლის ახალგაზრდა ჯერ ჩაცხრილეს და მერე მანქანიანად მდინარეში გადააგდეს - ვინ არიან ბესო ბოლქვაძის მკვლელობისთვის დაკავებულები?

დაიჭირეს 2 კაცი, რომლებმაც 33 წლის ახალგაზრდა ჯერ ჩაცხრილეს და მერე მანქანიანად მდინარეში გადააგდეს - ვინ არიან ბესო ბოლქვაძის მკვლელობისთვის დაკავებულები?



დაიჭირეს 2 კაცი, რომლებმაც 33 წლის ახალგაზრდა ჯერ ჩაცხრილეს და მერე მანქანიანად მდინარეში გადააგდეს - ვინ არიან ბესო ბოლქვაძის მკვლელობისთვის დაკავებულები?



პო­ლი­ცი­ამ 33 წლის ბესო ბოლ­ქვა­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით 2 პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ერთი პირი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო მე­ო­რე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვი­საა და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი პირი: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.შ. და­ა­კა­ვეს.

გ.ბ.- ს ბრა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, ასე­ვე,საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა- ტა­რე­ბა, ხოლო თ.შ. მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვი­საა და­კა­ვე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და,რომ გ.ბ.- მ მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ნისს,ღა­მის სა­ა­თებ­ში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში,წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე,ნაც­ნო­ბი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით მის­სა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში მოკ­ლა,და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში ჩა­ა­გო­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით,ასე­ვე,დად­გინ­და, რომ გ.ბ.- ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, ცნო­ბი­ლი იყო მისი მე­გობ­რის­თვის - თ.შ.-სთვის,თუმ­ცა მან­მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ბესო ბოლ­ქვა­ძე 3 ივ­ნისს, ღა­მით ხელ­ვა­ჩა­ურ­ში მოკ­ლეს - სო­ფელ ერ­გე­სა და აჭა­რის­წყალს შო­რის მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი ავ­ტო­მა­ტი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლით ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა კი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეს.

წყარო: ​.resonancedaily.com​​​


“ასეთი რამ არასდროს მინახავს” – ნინა დრამა ქართველებს მიმართავს​​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+