"ლიკას მდგომარეობა უმჯობესდებდა, ბავშვიც შეუნარჩუნდა... ბაჩო მეორე დღეს ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო" - რას წერენ აბაშაში ავარიის დროს მძიმედ დაშავებული 18 წლის გოგოს ახლობლები?
გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა უკეთაა და მას ბავშვიც შეუნარჩუნდა.
"ამ ეტაპზე სასიხარულო ინფორმაციაა, ფილტვებმა დაიწყო ფუნქციონირება, ბავშვიც შეუნარჩუნდა", - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც ახლობლები ამბობენ, ბაჩო მეორე დღეს ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო და წინა საღამოს მანქანა მორთო და ქორწილისთვის ემზადებოდა.
"მეჯვარე იყო, წინა საღამოს მორთო მანქანა" - აღნიშნავენ ახლობლები.
აბაშაში მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი მეუღლე კი ამ დრომდე კლინიკაშია. ლიკა და ბაჩო 4 თვის დაქორწინებულები იყვნენ.
კომენტარები (0)