» ჯანქი » საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება



საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება



შემ­დე­გი სას­წავ­ლო წლი­დან ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 1-ელი­დან მე-6 კლა­სის ჩათ­ვლით, სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ბრუნ­დე­ბა სას­კო­ლო ფორ­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი სას­კო­ლო ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

"ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტეს­ტურ რე­ჟიმ­ში, რომ შემ­დე­გი სას­წავ­ლო წლი­დან ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 1-ელი­დან მე-6 კლა­სის ჩათ­ვლით, და­წყე­ბით ეტაპ­ზე, სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ბრუნ­დე­ბა სას­კო­ლო ფორ­მე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს და ყვე­ლა ის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი არის 60 000 ქუ­ლით, ან უფრო ნაკ­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან შე­სა­ბა­მის მხარ­და­ჭე­რას მი­ღებს ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ნა­ძემ.

წყარო: ​ambebi.ge​​​


„ანგელოზები ჯოჯოხეთში არ ცხოვრობენ“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+