» ჯანქი » "ქონების გადასახადზე შეტყობინება დაეგზავნა მათ, ვისი შემოსავალიც 40 ათასს აჭარბებს - მოხდება გადამოწმება“ - ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება

"ქონების გადასახადზე შეტყობინება დაეგზავნა მათ, ვისი შემოსავალიც 40 ათასს აჭარბებს - მოხდება გადამოწმება“ - ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება



"ქონების გადასახადზე შეტყობინება დაეგზავნა მათ, ვისი შემოსავალიც 40 ათასს აჭარბებს - მოხდება გადამოწმება“ - ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება



ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის ქო­ნე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნის ვადა დღეს იწუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკვე დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და შე­სა­ბა­მის პი­რებს 17 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით შე­ეძ­ლე­ბათ.
ვის აქვს ქო­ნე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რა არის და­სა­ბეგ­რი ობი­ექ­ტი, ვინ იგუ­ლის­ხმე­ბა ოჯახ­ში, ით­ვლე­ბა თუ არა პენ­სია შე­მო­სა­ვალ­ში და რა სან­ქცი­ე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის წა­რუდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში? - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­თო­დო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ლე­ვან დგე­ბუ­ა­ძემ ისა­უბ­რა.
ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხად­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გთა­ვა­ზობთ, აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უს:
  • ვინ არის ქო­ნე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის გა­დამ­ხდე­ლი, ვის ევა­ლე­ბა ქო­ნე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბა?


- და­ვი­წყოთ იმით, რო­გორ უნდა და­ით­ვა­ლოს პირ­მა და მის­მა ოჯახ­მა, 40 000 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს თუ არა. ეს არის 2024 წელს მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა პი­რის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხელ­ფა­სის­გან, სა­უ­ბა­რია, და­რი­ცხულ ხელ­ფას­ზე. არ უნდა აგ­ვე­რი­ოს, რომ ეს არ არის მხო­ლოდ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხა, არა­მედ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ჩათ­ვლით, რაც პირს თან­ხის და­კა­ვე­ბამ­დე ეკუთ­ვნის. მე­ო­რე, თუ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს ფი­ზი­კუ­რი პირი, ესეც არის და­სა­ბეგ­რი შე­მო­სა­ვა­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ მცი­რე ბიზ­ნე­სის სტა­ტუ­სით. მათ აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ბრუნ­ვის 1%-ით იბეგ­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მხო­ლოდ 25% უნდა და­ა­მა­ტოს ხელ­ფასს. ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სარ­გე­ბე­ლიც, რო­მე­ლიც ასე­ვე არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, ისიც უნდა და­ე­მა­ტოს შე­მო­სავ­ლებს. მა­გა­ლი­თად, გრან­ტე­ბი, რა­ზეც იყო ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა. გრან­ტი, რო­მე­ლიც სა­შე­მო­სავ­ლო­თი არ იბეგ­რე­ბა, არის სარ­გე­ბე­ლი და 40 000-ის და­ან­გა­რი­შე­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად ემა­ტე­ბა.

ვრცლად 




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+