» ჯანქი » მძიმე ნარკოდანაშაულისთვის ინტერიერის დიზაინერი, მოდელ თამთა შედანიას ქმარი დაიჭირეს - მას მიწის ქვეშ სუპერთანამედროვე სათბური და კანაფის პლანტაცია ჰქონდა

მძიმე ნარკოდანაშაულისთვის ინტერიერის დიზაინერი, მოდელ თამთა შედანიას ქმარი დაიჭირეს - მას მიწის ქვეშ სუპერთანამედროვე სათბური და კანაფის პლანტაცია ჰქონდა



მძიმე ნარკოდანაშაულისთვის ინტერიერის დიზაინერი, მოდელ თამთა შედანიას ქმარი დაიჭირეს - მას მიწის ქვეშ სუპერთანამედროვე სათბური და კანაფის პლანტაცია ჰქონდა



ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 11 ნო­ემ­ბერს, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერი, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რატი რა­ტი­ანი დააპატიმრეს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის, ყო­ფი­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო" თამ­თა შე­და­ნი­ას მე­უღ­ლეა. ბრალ­დე­ბა იმდენად მძიმეა, რომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა, და ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნა.
გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ დად­გინ­და, რომ რატი რა­ტი­ანს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვეთ­ში, ფა­რუ­ლად, მი­წის სიღ­რმე­ში ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ბუ­რი, სა­დაც ის უკა­ნო­ნოდ ახ­დენ­და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნას.
ტე­რი­ტო­რი­ის ჩხრე­კი­სას პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო:
283 ძირი მცე­ნა­რე „კა­ნა­ფი“.
3 კი­ლოგ­რა­მამ­დე გა­მომშრა­ლი „მა­რი­ხუ­ა­ნა“.
ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­ფა­სო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი და ელექტრო სას­წო­რი.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლეს, მო­დელ თამ­თა შე­და­ნი­ას. თუმ­ცა, მან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა და კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.
წყარო: www.ambebi.ge 




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+