ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის თარიღის მოახლოებამ, მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.ჯარიმებს აქვს 2 ნაწილი, ერთი არის დეკლარაციების წარუდგენლობაზე და მეორე - გადასახადის არ გადახდაზე. მაგალითად, თუ დეკლარაცია საერთოდ არ წარვადგინეთ, რაც უნდა გადაგვეხადა, იმას ემატება საურავის სახით ამ თანხის 5%. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%-ით ვჯარიმდებით.ოფიციალური ინფორმაციით, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტი სალომე ბეჟაშვილი ამბობს, აღნიშნული გადასახადი უწევს ყველა პირს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს. საუბარია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწებზე.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.
უფრო კონკრეტულად, ვის ეკისრება ქონების გადასახადი და როგორია ჯარიმის მოცულობა, „ბიზნესპრესნიუსი“ იურისტს სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.
- ქონების გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური პირები, ისე რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიულ პირები. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, ქონების გადასახადის გადახდა უწევს ყველას, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს შემოსავალი მას ან მისი ოჯახის წევრებს. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში (როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწების), ყველა იხდის ქონების გადასახადის.
რაც შეეხება ნებისმიერი სხვა ტიპის ქონებას (ბინა, მანქანა და ა.შ.), თუ პირის ან მისი ოჯახის წვერების წლიური შემოსავალი იყო 40 000 ლარზე მეტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდის ქონების გადასახადს.
შემოსავალი ითვლება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, თუ ე.წ. ხელზე ასაღები თანხა?
- რა თქმა უნდა, ამ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადიც. თუმცა, გარკვეული შეღავათებიც არის, რა არ შეიტანება. მაგალითად, თუ 2 წელზე მეტი ხანი მქონდა ბინა, გასულ წელს გავასხვისე და ამით მივიღე შემოსავალი, ეს არ მოიაზრება ამ შემოსავალში.
შემოსავალში ითვლება თუ არა გზავნილები?
- შემოსავალში ითვლება ყველაფერი, ეს იქნება ხელფასი, გაქირავებით მიღებული შემოსავალი, თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სარგებელი, რაც გასული წლის განმავლობაში პირმა მიიღო. რაც შეეხება გზავნილებს, კოდექსის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მიიღებს შემოსავალს, გზავნილებით, ქეშად თუ საბანკო გადარიცხვებით. უბრალოდ, ვინ როგორ აფიქსირებს ამ შემოსავალს, ეს სხვა საკითხია.
მანქანის, ბინის და მსგავსი ქონების გადასახადზე, ვამბობთ რომ პირის ან მისი ოჯახის წლიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 40 ათასს ლარს.. საინტერესოა, ვინ ითვლება ერთი ოჯახის წევრად?
სრულად- ეს ერთ მისამართზე ჩაწერის მიხედვით არ არის. ოჯახის წევრზე არ აკეთებს კანონი აქცენტს, საუბარია, ოჯახში ვინ მოიაზრება. სტანდარტულად, ეს პირი, მეუღლე, შვილი, გერი (არასრულწლოვანები) და ა.შ. თუმცა, ასევე კოდექსი აკეთებს მითითებას, რომ ოჯახში მოიაზრება მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ეს შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა და ა.შ. თუმცა კანონი გვეუბნება, რომ უშუალოდ ვინც არის დეკლარაციის შემვსები და ქონების გადამხდელი, სწორედ მან უნდა გასაზღვროს ოჯახის წვერების ჩამონათვალი.
რაც შეეხება სანქციას, დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, როგორ დაანგარიშდება ჯარიმების მოცულობა?- ჯარიმებს აქვს 2 ნაწილი, ერთი არის დეკლარაციების წარუდგენლობაზე და მეორე - გადასახადის არ გადახდაზე. მაგალითად, თუ დეკლარაცია საერთოდ არ წარვადგინეთ, რაც უნდა გადაგვეხადა, იმას ემატება საურავის სახით ამ თანხის 5%. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%-ით ვჯარიმდებით.მეორე ნაწილი, თუ გადასახადის გადახდის ვადად განსაზღვრულია 15 ნოემბერი, ყოველ დაგვიანებულ დღეზე გვემატება დეკლარაციით გადასახდელი თანხის 0.05% (დამატებით). რამდენი ხანიც დავაგვიანებთ, იმ პერიოდის განმავლობაში დაგვეკისრება ეს საურავი.
სრულად
კომენტარები (0)