» ჯანქი » ვინ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ბიძაც ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს?

ვინ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ბიძაც ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს?



ვინ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ბიძაც  ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს?



ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ 464 496 ლა­რის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბის­თვის ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ა­კა­ვა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა, 2019-2021 წლებ­ში, სა­კუ­თარ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ბიზ­ნეს­ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ბან­კო­მა­ტის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­სნა და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა ა(ა)იპ „სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის“ კუთ­ვნი­ლი 464 496 ლარი, რა­მაც დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.
გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რი­შის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.
ამ წლებ­ში ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე.

იგი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვი­და. 2012 წლის 22 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო-სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც კა­კა­ბა­ძე პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. მე­ო­რე ვა­დით ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2016 წელს გა­მარ­თუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად დარ­ჩა.

ის 1959 წელს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ხელ­ბურთს 70-იან წლებ­ში თა­მა­შობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში და თბი­ლი­სის "ქა­რიშ­ხა­ლა­ში". ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს 2004 წლი­დან – სა­შე­ჯიბ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ, გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად.

რო­გორც ირ­კვე­ვა ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რის ოთარ კა­კა­ბა­ძის ბიძა.

ის ერთ-ერთი იყო იმ ფეხ­ბურ­თე­ლი­დან, რომ­ლებ­მაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბოლო სა­არ­ჩევ­ნო კლიპ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

555-1761123956.jpeg

წყარო: ​palitravideo.ge​​​




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+