» ჯანქი » რა განცხადებას ავრცელებს სურსათის სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე - "საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას"

რა განცხადებას ავრცელებს სურსათის სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე - "საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას"



რა განცხადებას ავრცელებს სურსათის სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე - "საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას"



სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ატმის შე­ღებ­ვის ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს რე­ა­გი­რე­ბის­თვის მი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ სეს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ატ­მის შე­ღებ­ვის ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გან­მარ­ტავს, რომ საქ­მე ეხე­ბა სურ­სა­თის მი­ზან­მი­მარ­თულ და­ბინ­ძუ­რე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სა­ჭი­რო­ებს მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას, რის­თვი­საც სა­ა­გენ­ტომ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს წე­რი­ლო­ბით უკვე მი­მარ­თა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბულ ხილ­სა და ბოსტნე­ულს მუდ­მი­ვად ამოწ­მებს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი და ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე (პეს­ტი­ცი­დე­ბი, მძი­მე მე­ტა­ლე­ბი, რა­დი­ო­ნუკ­ლი­დე­ბი) გა­მო­საკ­ვლე­ვად.
ინ­ფორ­მა­ცია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი­სა და შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როვ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ​ambebi.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+