ყოფილი პირველი ლედი
მაკა ჩიჩუა ეხმაურება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, აქტივისტებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაკავებებს და წერს:
"მოდით და ჩემი 10 წლის თემო დააკავეთ! გიჟდება აქციებზე და იქ ვინც დგას, ყველა უყვარს.. გრძნობს რომ იქ საუკეთესო მოქალაქეები იკრიბებიან ამა ქვეყნისა..ჯერ ბოლომდე არ იცის და ვერ აცნობიერებს ეს რისთვის ხდება , მაგრამ გრძნობს რომ იქ სიკეთეა, სიყვარული , სამართლიანობისთვის ბრძოლა და პროტესტი ჩაგვრის წინააღმდეგ !ბევრი კითხვა აქვს და გულშემატკივრობს დროშებიდან გულანთებულ მოქალაქეებს .. პატარა თემო რომელიც გასართობ ცენტრსა და ატრაქციონებს შორის არჩევანს აქციაზე აკეთებს" - წერს ჩიჩუა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)