საპრეზიდენტო სასახლის აღების ეს პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
- მისი თქმით, ის აგრძელებს ხალხთან მშვიდობიანად დგომას.
“საპრეზიდენტო სასახლის აღების ეს პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, და ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, ფორმალურად უარვყოფ ამას და ვაგრძელებ ჩემს ხალხთან მშვიდობიანად დგომას მანამდე, სანამ ახალ არჩევნებს არ მოვიგებთ,” - წერს ზურაბიშვილი.
მან განცხადებას გააკეთა ამ თემაზე. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უნდა გაგრძელდეს და ხვალ ბევრად მეტი ადამიანი უნდა მივიდეს რუსთაველზე."აქ გადახედეთ, მთელი ეს ხალხი, რომელიც აქ დგას იმისთვის, რომ გააპროტესტოს დღევანდელი არჩევნები და გააგრძელოს ის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 310 დღე გრძელდება - აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, აქ ვინც დგას, არ სჯერა პროვოკაციების. ახლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ დღეს რაც ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვრებიან. მე აქ ვიქნები ხვალ და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც, რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებით დღეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)