პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.მომღერლის ახლო მეგობარი, გურამ არუთინაშვილი აცხადებს, რომ მომხდარი მისთვის წარმოუდგენელია და მიიჩნევს, რომ საქმე კონკურენტების მიერ არის მოწყობილი. მისი თქმით, მასაჟის სალონში მსგავსი არაფერი ხდებოდა, ის მხოლოდ მასაჟებს აკეთებდა და ყველა თანამშრომელი ქართველი იყო."მე და ხატია საუკეთესო მეგობრები ვართ. თავზარი მაქვს დაცემული, ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. მე იმ სალონში, თბილისში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მსგავსი არაფერი ყოფილა. ის არაფერს მიმალავს, ჩვენ ყველანაირ თემაზე გახსნილად ვსაუბრობდით. მგონია, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია კონკურენტების მხრიდან. ხატია დიდი ხანია ამ სფეროშია, სამკურნალო, სარელაქსაციო მასაჟებს აკეთებს და მგონია, რომ ამ ყველაფერს როგორც მოწყობილს ისე დავარქმევდი.
ჩემი იქ ყოფნისას ხშირად მიუღიათ კლიენტები და მსგავსი არაფერი ყოფილა. ხატიასთან ჩინელებს არ უმუშავიათ, მხოლოდ ქართველები იყვნენ. ადგილზე სწავლობდნენ და შემდეგ საქმდებოდნენ" - ამბობს გურამ არუთინაშვილი.
განაგრძე კითხვა>>>
კომენტარები (0)