სააკაშვილის მხარდამჭერები და თანამოაზრეები პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს აკრიტიკებენ, რომელსაც ამ დრომდე დაკავებული ექსპრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ლიზა კი არა, ხატია ბუნიათიშვილი იყო ის, ვინც სააკაშვილის ღია, ძალიან ხმამაღალი მხარდაჭერით გამოირჩეოდა, როცა ის პრეზიდენტი იყო. დღეს ყველამ გამოხატა მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე თავისი პოზიცია – დემნა გვასალიადან დაწყებული ლიზა ბათიაშვილით, ანიტა რაჭველიშვილით თუ ნინო ხარატიშვილით დამთავრებული. მხოლოდ ბუნიათიშვილი დუმს. მე კომენტარი არ მაქვს. არც მაშინ მქონდა, როცა გავრილოვის სასტიკი ღამის შემდეგ მხარდასაჭერად მიმართეს და თხოვნას არც კი გამოეხმაურა”.
კომენტარები (0)