» ჯანქი » ანა წითლიძე: "კალაძემ ზუსტად არ იცის, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, რაზეც ნერვიულობს, რადგან კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა"

ანა წითლიძე: "კალაძემ ზუსტად არ იცის, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, რაზეც ნერვიულობს, რადგან კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა"



ანა წითლიძე: "კალაძემ ზუსტად არ იცის, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, რაზეც ნერვიულობს, რადგან კანდიდატობა მამუკა მდინარაძეს უნდა"



თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს უნდა გი­ჟი­ვით მას შემ­დეგ, რაც ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვერ გახ­და, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ანა წით­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

წით­ლი­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, სარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე არის პირი, რო­მელ­საც კახა კა­ლა­ძე­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან.

"კახა კა­ლა­ძემ არ იცის ზუს­ტად, იქ­ნე­ბა თუ არა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, რა­ზეც ნერ­ვი­უ­ლობს იმი­ტომ, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს უნდა გი­ჟი­ვით მას შემ­დეგ, რაც ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვერ გახ­და. თქვენ გახ­სოვთ, რომ ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის­თვის იბ­რძო­და და იქამ­დეც კი იყო მი­სუ­ლი, რომ ვინ სად უნდა და­ე­ნიშ­ნა სა­მი­ნის­ტრო­ში, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ჰქონ­და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

ამის შემ­დეგ უკვე, მდი­ნა­რა­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან არის ფუ­ლის მთა­ვა­რი ამომ­ღე­ბი და მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, ვი­საც, მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, ჭო­რე­ბი და ა.შ. და­აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან კა­ლა­ძე­ზე, არის სწო­რედ მდი­ნა­რა­ძე.
ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე, ჩვე­ნამ­დე რომ მო­ვი­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლე­ბიც სა­უბ­რო­ბენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რაც ხდე­ბა პარ­ტი­ა­ში იმი­ტომ, გა­ყო­ფი­ლი არის შიგ­ნით - მდი­ნა­რა­ძის კლა­ნი ცალ­კე არის, კო­ბა­ხი­ძის კლა­ნი ცალ­კე, თბი­ლის­ში კა­ლა­ძის კლა­ნი, მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი ზარ­ქუა, რო­მე­ლიც კა­ლა­ძის კლან­ში მო­ი­აზ­რე­ბა და ამის გამო პრობ­ლე­მე­ბი აქვს ხოლ­მე და ეს და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის არა მარ­ტო თბი­ლის­ში, რე­გი­ო­ნებ­შიც ჩანს“, - გა­ნა­ცხა­და ანა წით­ლი­ძემ.

წყარო: ​ambebi.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+