ვინ შეიძლება გაუწიოს კახა კალაძეს თბილისის მერობაზე სერიოზული კონკურენცია? - სახელდება 2 კანდიდატურა
ბოლო პერიოში გაჩნდა კითხვები კახა კალაძესთან დაკავშირებით - იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების“ თბილისი მერობის კანდიდატი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. კიდევ ერთხელ დედაქალაქის მერობის სურვილი დაადასტურა თავად კახა კალაძემაც. ოპოზიციის დიდი ნაწილიც უკვე თანახმაა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ვინ შეიძლება სერიოზული კონკურენცია გაუწიოს "ქართული ოცნების" კანდიდატს დედაქალაქში?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თბილისის მერობის არჩევნებში კალაძეს რეალური კონკურენცია ოპოზიციური ფლანგიდან შესაძლოა, გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაუწიონ.
„ბევრი ამბობს ფრაზას, კალაძემ ქალაქს გაუკეთა იმდენი რამ, რაც შესაძლოა სხვა დროს სხვა მერებს არ გაუკეთებიათ - ეს მომხრეებს აჩენს. ასევე არის დიდი ნაწილი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი კალაძის მიმართ: საუბრობენ კორუფციაზე - ესენი არიან ოპოზიციონერები. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის წარმოადგენენ ოპოზიციური ძალები. თუნდაც გახარია - მერის თანამდებობა ძალიან არის დატვირთული სამეურნეო ფუნქციებით, ვიდრე პოლიტიკურით და გახარიას აქვს ის გამოცდილება, რაც პრაქტიკულად არც ერთს არ აქვს. ამავე ლოგიკით, შეიძლება მამუკა ხაზარაძეც ამოტივტივდეს, როგორც პრაქტიკოსი. შემდეგ კი, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს პოლიტიკური მხარდაჭერა“, - განუცხადა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.
რა თანხას მიიღებს დვალიშვილი ო'მალისთან გამარჯვების შემთხვევაში
კომენტარები (0)